FMO-სა და "კრედო ბანკს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა
BM.GE
15.09.22 09:09
• 300
ნიდერლანდების განვითარების ბანკსა და კრედო ბანკს შორის 100 მილიონი ლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ტრანზაქცია ქართული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობასა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას მოხმარდება. კრედო ბანკი საქართველოს მასშტაბით 81 სერვისცენტრით 430 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მდგრადი ფინანსური სერვისების მიწოდება, განსაკუთრებით შემოსავლისა და დასაქმების შესაძლებლობის მქონე სასოფლო-სამეურნეო სექტორებში.