მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოლადის ბაზარი - რა გამოწვევების წინაშე დგანან მეტალურგიული საწარმოები?

BM.GE
02.02.23 16:50
432
"ეს არ არის ფოლადის ბაზრისთვის საუკეთესო პერიოდი" - ასე აფასებენ ფოლადის ბაზარზე არსებულ ვითარებას მეტალურგიული ბაზრის წარმომადგენლები. ბოლო 1 წლიან ჭრილში ფოლადის ნაწარმზე ფასები შემცირდა, თუმცა გასული წლის ნოემბერში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ფასები აღდგენას აჩვენებს. მეტალურგიული წარმოების გლობალურ ბაზარზე რა თქმა უნდა საქართველოს უმნიშვნელო წილი აქვს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაში ფოლადის წარმოება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 

2022 წელს საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტის სახით თითქმის 13 მლნ დოლარის უნაკერო მილების ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად გაორმაგებული მაჩვენებელია. განსხვავებული ტენდენციაა შავი ლითონების ჯამურმა ექსპორტში. რეექსპორტის გამოკლებით, უცხოეთში 507 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 2021 წლის მონაცემზე 8.5%-ით ნაკლებია.


რა ვითარებაა ფოლადის ბაზარზე, როგორია ფასების დინამიკა და რა მოლოდინები აქვთ ქართველ მწარმოებლებს?

სტუმარი: სალომე სარსევანიძე - „რუსთავის ფოლადის“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები