თანამედროვე ბიზნესგარემოში მომხმარებელთან სწორი და დროული კომუნიკაცია წარმატების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად იქცა. როდესაც კონკურენცია მაღალია და მომხმარებელთა მოლოდინები ყოველდღიურად იზრდება, კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია, შეძლონ მომხმარებელთა ქცევის გაანალიზება და საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება. სწორედ ამ ამოცანის შესრულებაში გვესაჭიროება CRM სისტემა - თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. FollowUp კი არის არის მრავალფუნქციური CRM პლატფორმა, რომელიც ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ისეთ ფუნქციონალებს უყრის თავს, როგორიცაა: პაიპლაინების მართვა, ლიდების გენერაცია, ავტომატური , მარკეტინგული კამპანიების მართვა, ანალიტიკა, რეპორტინგი და არა მხოლოდ…
სტუმარი: ელენე ნაცვლიშვილი - FollowUP CRM-ის თანადამფუძნებელი;


































