მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფონდი Kettari KOLGA TBILISI PHOTO 2023-ის ოფიციალური პარტნიორია

6447b870b881e
BM.GE
26.04.23 01:00
770
ფონდი Kettari KOLGA TBILISI PHOTO 2023-ის ოფიციალური პარტნიორია. Kettari ფესტივალზე ფონდის რჩეულს გამოავლენს და სპეციალურ პრიზს გადასცემს.

“ქოლგა თბილისი ფოტოს” კვირეული 4 მაისიდან იწყება. Წელს ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი ფონდი Kettari გახდა.

Kettari ფესტივალზე ფონდის რჩეულს გამოავლენს და სპეციალურ პრიზს გადასცემს.

“შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ფოტოგრაფია და როდესაც ვფიქრობდით, ამ დარგში ვისთან ვიმუშაოთ, რასაკვირველია, უპირველესი სწორედ ეს ფესტივალია. საქართველოში არის სულ რამდენიმე მძლავრი ღონისძიება, რომელიც რეგულარულად, ყოველწლიურად ტარდება და ერთერთი ასეთია “ქოლგა”", - ფონდი Kettari-ის განვითარების დირექტორი, სერგი გვარჯალაძე.

ფესტივალის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მრავალი ფოტოგრაფის ნამუშევრები, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

“ჩვენთვის, როგორც ისტორიის მატარებელი ფესტივალისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორები. Შესაბამისად, პარტნიორი რაც უფრო ძლიერია და შემოქმედებითად უდგება მსგავს ღონისძიებებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. “კეტტარი” გამოდგა ზუსტად ასეთი, რომელმაც ჩვენ დაგვანახა თანამშრომლობის სურვილი. ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით კეტტარი წარმოვადგინოთ ჩვენს ღონისძიებაზე ისე, როგორც მათ აქვთ ჩაფიქრებული. როდესაც სერიოზულ კომპანიასთან გვაქვს ბიზნესურთიერთობა, გათვლები არის გრძელვადიანი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება თუ საქმიანობა მათთვისაც საინტერესო იყოს", - ბესო ხაინდრავა, “ქოლგა თბილისი ფოტოს” დამფუძნებელი.

2023 წლის გამოფენების პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები