მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფონდი "პროდემოსი" ქართულ კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

BM.GE
28.10.20 11:07
859
ახალი და აღმოჩენა არ არის რომ საქართველო პატარა ეკონომიკის ქვეყანაა, მისი ბაზარი შეზღუდულია მოცულობებში და ბევრი დამწყები ბიზნესისთვის რომლებიც შესაძლოა პირველადი მოხმარების პროდუქტს არ ქმნიან პოტენციური მყიდველების წრე კიდევ უფრო ვიწროვდება. 21-ე საუკუნეში პრობლემა არც გეოგრაფია და არც კომპანიის სიდიდეა თუ სწორ გზას აირჩევ და მით უფრო თუ ამ გზაზე დამხმრეები გამოჩნდებიან. ეს გზა Crowdfunding-ია, სახალხო თანადაფინანსების პლატფორმა, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საჭირო საჭირო სახსრების მოსაძიებლად დაგეხმარებათ. თუ გაქვთ სურვილი, ხედვა, პროექტის იდეა საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, განათლება, ხელოვნება, მეცნიერება, სოციალური პროექტები, და ა. შ., მაშინ ეს გზა თქვენთვისაა. Crowdfunding-ის რამდენიმე გამოცდილი პლატფორმა არსებობს, სადაც იდეის ავტორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაფინანსებების მოპოვება შეუძლიათ. შესაძლებლობას ქართულ კომპანიებს კი პროდემოსი აძლევს რომლის დახმარებითაც, ქართული პროდუქტი Kickstarter-ზე გამოჩნდა.

სტუმრები : ქეთევან ჩაჩავა - CDD-ის აღმასრულებელი დირექტორი და "სექტორი 3"-ის თავმჯდომარე;
ლუკა კურდღელია - ფონდი პროდემოსის პროგრამების დირექტორი;
გიორგი ქვრივიშვილი - ფონდი პროდემოსის აღმასრულებელი დირექტორი
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები