მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ფონიჭალა

თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური BM.GE-სთან საუბრისას მიზეზს ჯერ არ ასახელებს.

უწყების ინფორმაციით, მაშველებმა კორპუსიდან სამი დაშავებული გამოიყვანეს. სამივე კონტაქტურ მდგომარეობაში იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

აფეთქების შემდეგ კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, გრძელდება სამაშველო/სამძებრო სამუშაოები.

მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. კორპუსს ბზარი აქვს გაჩენილი, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას პერიმეტრის დატოვება მოსთხოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები