მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Foodbank – "რესტორნებში დარჩენილი საკვები აღარ გადაიყრება და თავშესაფრებს გადაუნაწილდება"

5b0bd9458d897
მარიამ ადამია
28.05.18 14:25
13186
უფასო საკვები მათ, ვისაც ეს სჭირდებათ – ასეთია პროფესიონალი შეფ–მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის იდეის, Foodbank –ის მთავარი იდეა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციიდან - იქნება ეს რესტორანი, სუპერმარკეტი, სხვადასხვა საწარმო - შეგროვდება საკვები, რომელიც დამუშავდება, გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას და ამის შემდეგ მზა პროდუქცია განაწილდება ისეთ ადგილებში, სადაც ის განსაკუთრებით სჭირდებათ, მათ შორის თავშესაფრებში.

თეკუნა გაჩეჩილაძის თქმით, შესაბამისად, ყველა, ვინც ისარგებლებს რესტორნისა თუ კაფეს მომსახურებით, პარალელურად ჩაერთვება საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ეხმარება სხვა ადამიანებს საკვების მიღებაში. პროექტის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა დაწესებულებაში დარჩენილი საკვები აღარ გადაიყრება.

პროექტი, ჯერჯერობით მზადების პროცესშია. თეკუნა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მის განსახორციელებლად აუცილებელია სახელმწიფოს მზაობა იმისათვის, რომ ცვლილებები შეიტანოს კანონმდებლობაში, ხოლო შემდეგ უნდა ჩაერთოს კერძო სექტორიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები