მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Forbes: 2018 წელს ტელევიზიების მთლიანი შემოსავლები და სარეკლამო შემოსავლები შემცირდა

5cef710007af1
BM.GE
30.05.19 10:50
465
21 მაისს Forbes.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით - "ტელევიზიების შემოსავლები შემცირებულია".

მასალის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში გამოცემას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაუკავშირდა. მარეგულირებლის პრესსამსახურმა რედაქციას წერილობით აცნობა, რომ მასალა მცდარი იყო და კომისიის მოთხოვნა იყო, რომ ის შეცვლილიყო.

სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში მოქმედი ტელევიზიების მთლიანი შემოსავლები შემცირებულია. მთლიან შემოსავლებში შედის, როგორც სამაუწყებლო, ისე არასამაუწყებლო შემოსავლები, რომლებიც წლების მიხედვით შემდეგი იყო: 2016 წელი - 143.9 მლნ ლარი; 2017 წელი - 146.6 მლნ ლარი; 2018 წელი - 137.2 მლნ ლარი.

აღნიშნული მონაცემების წყარო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური პორტალია, სადაც ყოველკვარტლურად ქვეყნდება საქართველოში მოქმედი ტელევიზიების შემოსავლების შესახებ მონაცემები.

სტატიის სრულ ვერსიას, რომელიც ინფორგრაფიკებს შეიცავს, შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე: http://forbes.ge/news/6315/televiziebis-mTliani-Semosavlebi-Semcirda 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები