მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Forbes: 2019 წლის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი "მადრიდის რეალია"

5ceff49519648
ლევან თაღიაშვილი
31.05.19 00:10
1665

ორწლიანი პაუზის შემდეგ, „რეალ მადრიდი“ კვლავ ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბია მსოფლიოში, რომლის ღირებულება 4 მილიარდ 24 მილიონი ამერიკული დოლარია; თუკი გასული წლის მონაცემებს შევადარებთ, 2019 წელს შემოსავლები 4%-ით არის გაზრდილი.

ზრდა კი, 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგებამ განაპირობა, რამაც მადრიდის რეალს 100 მილიონი დოლარი მოუტანა. Forbes-ის რეიტინგში რიგით მეორე კლუბი “ბარსელონაა”, რომლის ღირებულებაც 4 მილიარდი დოლარია.

წინა წელს გუნდის სპონსორობა იაპონურმა ინტერნეტ-კომპანია “რაკუტენმა” შეითავსა და მხოლოდ იმისთვის, რომ ლოგო ფეხბურთელების მაისურზე გამოსახულიყო, კომპანიამ 246 მილიონი დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ბარსელონამ Nike-თან, რომლის ფარგლებშიც, გუნდი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლისგან წლიურად მინიმუმ 174 მილიონ დოლარს მიიღებს.

წლების განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული კლუბის ტიტულს ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედი” იკავებდა, თუმცა რამდენიმე წლიანმა წარუმატებლობამ, რაც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ მოხდა, სიტუაცია შეცვალა.

მიუხედავად ამისა, მისი ღირებულება მაინც სოლიდურია და 3 მილიარდ 800 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი შემოსავლები 308 მილიონი დოლარი იყო და კლუბმა ჯამში, 68 კომერციული გარიგება დადო.

ყველაზე ძვირადღირებული გუნდების სიაში მე-4 ადგილზე “მიუნხენის ბაიერნია”, რომელმაც წელს ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო, მისი ღირებულება ჯამში, $3 მილიარდი დოლარია.

ყველაზე ძვირადღირებული გუნდების რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე კი, მანჩესტერ სიტია, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ 69 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები