გამოცემა Forbes მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა self-made მილიარდერებს ასახელებს. სიის ლიდერი საგადასახადო სისტემა Stripe-ის თანადამფუძნებელი, 26 წლის ჯონს კოლისონია, რომელიც უსწრებს ასაკობრივად ორი თვით უმცროს, Snapchat-ის დამფუძნებელს - ევან შპიგელს. შპიგელი გასული წლის მონაცემებით, რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა, მიმდინარე წელს კი მან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ხვდება self-made მილარდერთა რეიტინგში, რომელთა ძრითადი ასაკი ზღვარი 30 წლამდეა.
რაც შეეხება მესამე ადგილს, რეიტინგის ლიდერის ჯონ კოლისონის ძმა, 28 წლის, პატრიკ კოლისონი მოხვდა და ფორბსის შეფასებით ძმების ქონება 1,1 მილიარდ დოლარს აღემატება. ხოლო კომპანია Stripe -ის საინვესტიციო ღირებულება მიმდინარე წელს 9,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და თუკი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს შევადარებთ, ეს მაჩვენებელი, მხოლოდ 5 მილიარდს აღწევდა.
მეოთხე პოზიციაზე კი Snapchat-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი, 28 წლის, ბობი მერფი სახელდება.

























