ბიძინა ივანიშვილმა თავისი კოლექციიდან სამი ტილო ჯამში 112 მილიონ დოლარად გაყიდა. ინფორმაციას რუსული Forbes აქვეყნებს და დასძენს, რომ ბოლოს ივანიშვილმა ტილო Christie’s-ის აუქციონზე 2016 წელს წელს გაყიდა, რეკორდულ 66 მილიონ დოლარად, თავდაპირველად ნახატი 40 მილიონად იყო შეფასებული. აღნიშნული ტილო 27 მილიონ დოლარად 2006 წელს გაიყიდა. ამასთან გამოცემისთვის ცნობილი ხდება, რომ გასულ წელს აუქციონზე ივანიშვილს ჯამში 4 ტილო ჰქონდა გატანილი.
გამოცემა საქართველოს ყოფილი პრემიერის ქონებას 4,8 მილიარდ დოლარად აფასებს.

























