მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Forbes: ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 43-ე ადგილზეა

5863b312a56ef
BM.GE
28.12.16 16:39
1832
გამოცემა Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც საქართველოს 139 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი უკავია. გამოცემა წერს, რომ საქართველოს ეკონომიკურ აქტივობები მოიცავს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ასევე ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოებას. ამასთან ქვეყანა თითქმის სრულად ახორციელებს საჭირო ბუნებრივი რესურსების იმპორტს. სტატიაში ნახსენებია, რომ საქართველომ სრულად მოახდინა რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლება. ამასთან, Forbes წერს, რომ საქართველოს სტარტეგიული გეოგრაფული მდებარეობა, მას ბუნებრივი რესურსების ტრანზიტისთვის მიმზიდველ ლოკაციად აქცევს.

Forbes-ის რეიტინგის სათავეში შვედეთია, რომელიც წლის განმავლობაში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და წინა წლის ლიდერი დანია უკან ჩამოიტოვა. მსოფლიოში ავტორიტეტულმა გამოცემამ პირველად ეს რეიტინგი 2006 წელს შეადგინა და მაშინ შვედეთს მე-17 პოზიცია ეკავა.

კვლევის მიხედვით, Forbes-ის წლევანდელი რეიტინგის პირველ სამეულში შვედეთის შემდეგ ახალი ზელანდია და ჰონგ-კონგი მოხვდნენ.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, - თურქეთი რეიტინგში 62-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 64-ს, სომხეთი 75-ს, უკრაინა 74-ს , ხოლო რუსეთი კი 79-ს.

რაც შეეხება სხვადასხვა კატეგორიებში საქართველოს პოზიციებს, - პერსონალური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა 64-ე ადგილზეა, საკუთრების უფლების დაცვის კუთხით 89-ზე, ინოვაციების კუთხით 114-ზე, ტექნოლოგიების 65-ზე, ინვესტორთა დაცვის კუთხით ქვეყანა მეშვიდე ადგილზეა, კორუფციის კუთხით კი 47-ზე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები