მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Forbes: ებრაელი მეცნიერები სიმსივნეს 1 წელიწადში სრულად განკურნავენ

5c519a6a6bbf2
ლევან თაღიაშვილი
30.01.19 23:00
7720
მეცნიერების მცირე ჯგუფი ისრაელიდან ამტკიცებს, რომ დაახლოებით 1 წელიწადში სიმსივნის სრულად განკურნებას შეძლებენ. იერუსალიმ პოსტმა და Forbes-მა მეცნიერებს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ისინი ამტკიცებენ, რომ სიმსივნის განკურნებას იაფი, ეფექტური გზით შეძლებენ და მეთოდს მინიმალური გვერდითი ეფექტები ექნება.

"ჩვენ გვჯერა, რომ სიმსივნის სრულად განკურნების საშუალებას 1 წლის ვადაში შემოგთავაზებთ. ეს განკურნების გზა იქნება ეფექტური პირველივე დღიდან-რამდენიმე კვირის განმავლობაში. მას მინიმალური გვერდითი ეფექტები ექნება და ბევრად იაფი ეღირება, ვიდრე სხვა მედიკამენტები“ - განაცხადა დან არიდორმა, რომელიც "Accelerated Evolution Biotechnologies"-ის ხელმძღვანელია.

მისი სახელი Mutato (mult-target toxin) იქნება, რომელიც მკვლევარების თქმით, სიმსივნის ანტიბიოტიკია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 18.1 მილიონამდე გაიზარდა, სიმსივნით გარდაცვლილების კი 9.6 მილიონამდე. 

სტატისტიკის მიხედვით ყოველ მე-5 კაცს და ყოველ მე-6 ქალს სიმსივნე უვითარდება, ყოველი მე-8 კაცი და ყოველი მე-11 ქალი კი დაავადებისგან კვდება. ასევე დედამიწაზე ყოველი მე-6 გარდაცვალების მიზეზი სწორედ სიმსივნეა, მეორე ადგილს კი გულსისხლძარღვთა დაავადებები იკავებს. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები