მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes Georgia #30under30 - მარიშა გოგოლაური 2021 წლის გამარჯვებული კატეგორიიდან - ანტრეპრენიორები და მეწარმეები.

BM.GE
25.10.22 13:48
218
Forbes Georgia #30under30 - მარიშა გოგოლაური 2021 წლის გამარჯვებული კატეგორიიდან - ანტრეპრენიორები და მეწარმეები. მისმა სტარტაპმა, ელექტრონული სწავლების პლატფორმამ, Upway-მ 2021 წლის 30 Under 30 დაჯილდოებაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მარიშა ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფლობს, რომელიც თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლაში (ESM) მიიღო. 

სწავლის მესამე კურსიდან კი ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის, TBC-ის მარკეტინგის გუნდს შეუერთდა. საბანკო სექტორში მარიშამ 5 წელი იმუშავა. ამ დროის განმავლობაში კი სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. მარკეტინგის დეპარტამენტში სტაჟირებით დაწყებული კარიერა TBC Capital-ისა და WM Tribe-ის ბრენდ მენეჯერობამდე მივიდა.

სტუმრები: ლიზა ხაბაზაშვილი - "კონსიერჟ თბილისის" მმართველი პარტნიორი;
მარიშა გოგოლაური - UPWAY -ის თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები