Forbes Georgia #30under30 (2021) - ქიმიკოსი დეა გოგიშვილი, გამარჯვებული კატეგორიიდან მეცნიერება
BM.GE
31.10.22 01:43
• 361
"ასტრაზენეკას კონსულტანტობამდე 4 უნივერსიტეტის, მრავალი გამოწვევისა და სასოწარკვეთის გამოცდის ბედნიერება მხვდა წილად", — ამბობს დეა გოგიშვილი, რომელმაც საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი გრონინგენის და უფსალის უნივერსიტეტებში მოლეკულური მედიცინისა და ფარმაცევტული პრეპარატების ინოვაციის მიმართულებაზე ისწავლა. "ხშირად ვამბობ, ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 წელი ვიცხოვრე მეთქი", — განავრცობს დეა. დატვირთული სამუშაო და სასწავლო გრაფიკის ბოლოს, დეამ მრავალი უნარი შეიძინა და პროფესიული არჩევანი საბოლოოდ ტრანსლაციურ მედიცინაზე შეაჩერა.