ჟურნალ Forbes Georgia-მ შეადგინა საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების რეიტინგი, რომელიც საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით მომზადდა.
18 მილიარდი ლარი – ეს არის ფინანსური სექტორის მიღმა საქართველოს 100 უმსხვილესი ბიზნესის მიერ 2017 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი.
უმსხვილესი 150 კომპანიის შემოსავალი კი, 20.4 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს 2017 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულების 54%-ია.
უმსხვილესი კომპანიების რეიტინგისგან განსხვავებით, რომელშიც კომპანიები აქტივების ღირებულების, შემოსავლებისა და წმინდა მოგების საფუძველზე შემდგარი ინდექსის მიხედვით არიან დალაგებული, ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების რეიტინგი მხოლოდ შემოსავლის მიხედვით არის შემდგარი.
კომპანიების სრულ სიას და მათ შემოსავლებს შეგიძლიათ გაეცნოთ fobes.ge-ზე, შემდეგ ლინკზე: http://forbes.ge/news/6323/saqarTvelos-yvelaze-Semosavliani-kompaniebi

























