Forbes Woman, Forbes Property, Forbes Entrepreneur, Forbes Startup და Forbes Social Impact - Forebs Georgia ახალ, ყოველწლიურ დაჯილდოებას ამკვიდრებს.
მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს გამოცემის ქართულმა გამომცემლობამ მეასე საიუბილეო ნომრის გამოცემის აღნიშვნასთან ერთად პირველი ნომინანტები დაასახელა.
Forbes Woman 2017 -ის ჯილდო Anaklia City-ის გენერალურ დირექტორს ქეთი ბოჭორიშვილს ერგო.
Forbes Property-ის ნომინაციაში გამარჯვებულად კომპანია „ალიანს ჰოლდინგი“ დასახელდა.
Forbes Startup 2017 კომპანია wifisher გახდა. წლის Forbes Social Impact-ის ჯილდო კომპანია „ტრიპექსს“ ერგო, ხოლო Forbes Entrepreneur ბიზნესმენი თემურ უგულავა გახდა.
Forbes 2017 წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჟურნალი 20-ზე მეტ ენაზე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა. მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემა საქართველოში 2011 წელს შემოვიდა. Forbes Georgia მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნეს-ეკონომიკური ჟურნალის – Forbes-Media N.Y.-ის ლიცენზირებული, ყოველთვიური გამოცემაა. ჟურნალს გამოსცემს სს „Media Partners“ Forbes Media LLC NY სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე.
ქართული გამოცემა აგრძელებს მედიაბრენდის საუკუნოვან ტრადიციას და ქართული ბიზნესსამყაროს ყველაზე გავლენიან არბიტრად გვევლინება.

























