როგორც გადაცემა "Forbes-ის კვირისთვის" გახდა ცნობილი, ნორვეგიული კომპანია პროექტში მხოლოდ 10%-ის იტოვებს. ნამახვანი ჰესის 90%-იანი წილი თურქულ კომპანია Enka-ს გადაეცა, სწორედ ეს კომპანია იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას, განახორციელოს $750-მილიონიანი ინვესტიცია.
Clean Energy Group-ის მიერ წილის დათმობა სავარაუდოდ, სახელმწიფოსთან გაჭიანურებულმა მოლაპარაკებებმა და შუახევჰესის პროექტის შეფერხებამ გამოიწვია.
"ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული, ნორვეგიული ჯგუფი ტოვებს საქართველოს ბაზარს, უფრო სწორად, რჩება მინორიტარად საქართველოს ენერგეტიკის ერთერთ უმსხვილეს პროექტში.
საუბარია ნამახვანი ჰესზე, რომელზეც 25 აპრილს საქართველოს მთავრობამ მოაწერა ხელი და ამ შეთანხმებით, უკვე ENKA ოფიციალურად ადასტურებს თავის 90%-იან მონაწილეობას რომელიც ორი დამოუკიდებელი ჰიდროელქტროსადგურის ნამახვანის და ტვიშის აშენას ითვალისიწინებს ჯამური გამომუშავებით 433 მეგავატი, რაც თავის მხრივ ნიშნავს $750 მლნ დოლარის ინვესტიციას ამ პროექტებში.
პროექტის დასრულება იგეგმება 2023 წელს, რის შემდეგადაც საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება სახელმწიფო გარანტიის ქვეშ 15 წლით გამომუშავებული ელექტრო ენერგიის გარანტირებულ შესყიდვაზე 8 თვის განმავლობაში სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით. ნორვეგიული ქლინ ენერჯი დარჩა 10%-ით. ფაქტია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სამთავრობო ბიუროკრატიით და მუდმივი საკადრო ცვლილებების გამოისობით გაწელილმა პროცესებმა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან თანხების მოზიდვის გაჭიანურებამ, ისინი წილის დათმობამდეც მიიყვანა.
დარწმუნებული ვარ ფაქტორი იქნებოდა შუაჰევიჰესის საკითხიც, სადაც ჩამოშლილი გვირაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს და საინვესტიციო კაპიტალი მინიმუმ ნახევარ მილიარდამდე გაიზრდება. რაც შეეხება თურქულ ენკას, ის ერთერთი ყველაზე სერიოზული მოთამაშეა რეგიონში, საკმაოდ მდიდარიც. ნამაჰვანს და ტვიშს ანუ აქ მშენებარე ჰესებს ახალი და ერთპიროვნული მეპატრონე ჰყავს, რომელიც 2023 წლისთვის იღებს ვალდებულებას ორთავე ჰესი დაასრულოს. თურქული Enka,"- ამბობს "Forbes-ის კვირის" ავტორი გიორგი ისაკაძე.
ნამახვანი ჰესი საკუთარ თავში ორ პროექტს აერთიანებს, ესენია: ნამახვანი და ტვიში, საიდანაც ნამახვანის დადგმული სიმძლავრე 333 მეგავატი, ხოლო ტვიშის სიმძლავრე 100 მეგავატი იქნება. ჯამურად პროექტს 6 ტურბინა ექნება, მისი აშენების შემდეგ, საქართველოში ელექტრო ენერგიის წარმოება დაახლოებით, 15%-ით გაიზრდება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან დადებულია 15-წლიანი ხელშეკრულება ენერგიის გარანტირებულ შესყიდვაზე, სახელმწიფო გარანტიით. წლის განმავლობაში, რვა თვის მანძილზე (სექტემბერი-აპრილი), ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას სრულად ყიდულობს სახელმწიფო, რაც წლის მანძილზე გამომუშავებული ელექტრო ენერგიის 50%-ს (საათში 1514-დან 747 გიგავატი) წარმოადგენს. დანარჩენი ელექტროენერგია ან ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება ან ექსპორტზე გავა თურქეთის მიმართულებით.