მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: ჯოან როულინგმა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლის სტატუსი დაკარგა

5c1133e17a101
მარიამ ადამია
13.12.18 10:00
1458
ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მწერლების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინა, სადაც ლიდერ პოზიციაზე ჯეიმს პატერსონი დასახელდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 4,8 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვით, 86 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პატერსონის შემოსავლები, მომდევნო წელს, ახალი რომანის - „The President Is Missing“ დახმარებით, კიდევ უფრო გაიზრდება.
მეორე ადგილზეა ჰარი პოტერის შემქმნელი ჯოან როულინგი, 54 მილიონი დოლარის შემოსავლით. როულინგი წლების განმავლობაში ყოველთვის პირველ პოზიციაზე ხვდებოდა, თუმცა წელს 41 მილიონი დოლარით შემცირდა მისი შემოსავლები.

მესამე ადგილზე კი, სტივენ კინგია 27 მილიონი დოლარით.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების ათეულში ასევე მოხვდნენ:

ჯოან გრიშემი - 21 მილიონი დოლარის შემოსავლით;

ჯეფ კინი - 18,5 მილიონი დოლარით;

დენ ბრაუნი - 18,5 მილიონი დოლარით;

მაიკლ ვულფი - 13 მილიონი დოლარი;

დანიელა სტილი - 12 მილიონი დოლარი;

ნორა რობერტსი 12 მილიონი ამერიკული დოლარით;

ბოლო ორ პოზიციას კი, რიკ რიორდანი და ერიკა ლეონარდ ჯეიმსი იკავებენ - 10,5 მილიონი დოლარის შემოსავლით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები