მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების რეიტინგი გამოაქვეყნა

6372347bd1bb2
გიორგი თოლორდავა
14.11.22 19:00
2443
განვითარებული საბაკო-საფინანსო სისტემა ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის განმსაზღვრელი ერთ-ერთი თვალსაჩინო ინდიკატორია. სწორედ ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე, გლობალურ რეიტინგში ამერიკული და ჩინური ბანკები დომინირებენ.

Forbes Global 2000-ის რეიტინგში წელს 292 მსხვილი ბანკია წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობის აქტივებს კი Industrial and Commercial Bank of China აკონტროლებს, რომლის პორტფელშიც ამჟამად 5.5 ტრილიონი დოლარის აქტივებია.

რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, ამ შემთხვევაში გლობალური ლიდერი ამერიკული JPMorgan Chase-ია, რომელიც საფონო ბირჟაზე ამჟამად 397 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები აქტივების მიხედვით:

1. Industrial and Commercial Bank of China - $5.5 ტრლნ
2. China Construction Bank - 4.7 ტრლნ
3. Agricultural Bank of China - 4.6 ტრლნ
4. Bank of China - 4.2 ტრლნ
5. JPMorgan Chase - 4.0 ტრლნ
6. Bank of America - 3.2 ტრლნ
7. Citigroup - 2.4 ტრლნ
8. Postal Savings Bank of China - 2.0 ტრლნ
9. Wells Fargo - 1.9 ტრლნ
10. China Merchants Bank - 1.4 ტრლნ


მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით:

1. JPMorgan Chase - $397 მლრდ
2. Bank of America - $308 მლრდ
3. Industrial and Commercial Bank of China - $195 მლრდ
4. Wells Fargo - $181 მლრდ
5. Morgan Stanley- $153 მლრდ
6. China Construction Bank - $151 მლრდ
7. Charles Schwab - $146 მლრდ
8. Royal Bank Of Canada - $138 მლრდ
9. Agricultural Bank of China - $136 მლრდ
10. Goldman Sachs - $130 მლრდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები