მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა სასტუმრო Paragraph ყველაზე მდიდრულ სასტუმროებს შორის დაასახელა

5bd2c08b4c434
BM.GE
26.10.18 11:19
4846
ამერიკულმა Forbes-მა შეკვეთილში მდებარე სასტუმრო Paragraph განვითარებად ქვეყნებში 6 ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროს შორის დაასახელა. როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, მსოფლიოში ტურისტებით ყველაზე დატვირთული ქალაქები ვიზიტორების სიმრავლის გამო გარკვეულ შეზღუდვებს, აწესებენ გამოსავალი კი ახალი, ნაკლებად ცნობილი ლოკაციების ათვისებაა.

სწორედ ამ კონტექსტში იხსენიებს Forbes შეკვეთილში მდებარე 5-ვარკსკვლავიან სასტუმროს და ტურისტებს ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობს საქართველოში, თურქეთში, მონტენეგროში და ეგვიპტეში მდებარე დასასვენებელი კომპლექსების სახით.

ამერიკული გამოცემის მიერ დასახელებულ ექვსეულში შეკვეთილში მდებარე სასტუმრო Paragraph მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს მონტენეგროში მდებარე Aman Sveti Stefan იკავებს. მესამე ადგილზეა საბერძნეთში, ჰალკიდიკის პროვინციაში მდებარე Sani Resort, მეოთხე ადგილი კი ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში მდებარე Four Seasons-ის კომპლექსმა დაიკავა. ექვსეულს ასრულებს ხორვატიაში მდებარე Hotel Monte Mulini და თურქეთში, ბოდრუმში მოქმედი Kempinski Hotel Barbaros.

სტატიაში თითოეული სასტუმროს შესახებ არის საუბარი. შეკვეთილში მდებარე Paragraph-ზე საუბრისას სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სასტუმროს საერთაშორისო ქსელ Marriott International-ის ქოლგის ქვეშ არსებული Autograph Collection Hotels მართავს. აქვე ნათქვამია, რომ ეს ბრენდი მსოფლიოში ცნობილია თავისი ხედვით, დიზაინით, ინფრასტრუქტურით, თუმცა, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო მაინც განსხვავებულია.

სტატიის ავტორი სასტუმროს განსაკუთრებულ ლოკაციაზე მიუთითებს.

„სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გარემოთი ან ავტომობილის მეშვეობით ძალიან მოკლე დროში მოხვდნენ გასართობ პარკ „ციცინათელაში“, ან თუნდაც ესტუმრონ კავკასიაში არსებულ ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზს Black Sea Arena-ს“,- ნათქვამია სტატიაში.

აქვე საუბარია სასტუმროს ინფრასტრუქტურაზე: ლობიში არსებულ აკვარიუმზე, ზამთრის ბაღზე, შიდა და გარე აუზებზე. სტატიის ავტორი მომსახურების ხარისხზეც აკეთებს აქცენტს.

„ქართული სტუმარმასპინძლობა ლეგენდარულია და ამას ადასტურებს სასტუმროს თანამშრომლების მომსახურებაც, რომლებიც ძალიან ყურადღებიანები არიან“,- წერია სტატიაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები