კომპანია "კაილის კოსმეტიკამ" საქმიანობა $29 ტუჩის საცხის გაყიდვით დაიწყო და ახლა $900 მილიონადაა შეფასებული და 1000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
რაც შეეხება 21 წლის კაილის კომპანიის შემოსავლებს, ის გასულ წელს 9%-ით გაიზარდა და $360 მილიონს მიაღწია.
კაილის მხოლოდ Instagram-ზე 128 მილიონი, Twitter-ზე კი 27.6 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი სწორედ კაილია და მისი თანამშრომლების რაოდენობაც არაა მრავალრიცხვოვანი. "კაილის კოსმტიკა" მხოლოდ 7 სრულ და 5 ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ადამიანისგან შედგება.

























