მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა ყველაზე მდიდარი ქალი პოპ-მომღერლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

603515f6174fc
ნათია თაქთაქიშვილი
23.02.21 22:18
1021
ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე მდიდარი ქალი პოპ-მომღერლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. გამოცემის მიხედვით, ყველაზე მდიდარი ქალი პოპ-მომღერალი რიანაა, მისი ქონება 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოცემა წერს, რომ რიანას აღმოაჩნდა უნარი შემოსავლები არა მხოლოდ კონცერტებიდან და გაყიდული ალბომებიდან მიიღოს, არამედ ბიზნესიდანაც. მუსიკოსმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ცნობილ ფრანგულ კონგლომერატთან LVMH-თან თანამშრომლობით შექმნა საკუთარი კოსმეტიკური ხაზი და 2019 წელს 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაყიდა. რიანას წილის ღირებულება აღნიშნულ კოსმეტიკურ ბრენდში 375 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Forbes-ის მიხედვით, მეორე ყველაზე მდიდარი ქალი პოპ-მომღერალი არის ბიონსე, რომლის ქონებაც 420 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო მესამე ადგილზე 365 მილიონი აშშ დოლარით ტეილორ სვიფტია.

ყველაზე მდიდარი ქალი პოპ-მომღერლები Forbes-ის მიხედვით:

1. რიანა - 600 მილიონი აშშ დოლარი
2. ბიონსე - 420 მილიონი აშშ დოლარი
3. ტეილორ სვიფტი - 365 მილიონი აშშ დოლარი
4. ჯენიფერი ლოპესი - 150 მილიონი აშშ დოლარი
5. ჯესიკა სიმპსონი - 110 მილიონი აშშ დოლარი
6. ბრიტნი სპირისი - 60 მილიონი აშშ დოლარი