მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Forbes: მსოფლიო ბიზნეს ლიდერები

5af99eef967ff
ანუკა ჯოხაძე
14.05.18 20:00
2867
სულ ცოტა ხნის წინ Forbes-მა 75 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა შორის 35 სხვადასხვა ბიზნესის მფლობელი პირია. მათ შორის ლიდერობენ ამერიკელები, რომელთაც აზიისა და ევროპის წარმომადგენლები მოსდევენ, მათი ქონება კი 5 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.

სიის სათავეში ონლაინ პლატფორმა Amazon დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. ის ერთადერთია, რომლის გვარის გასწვრივ 12 ნიშნა რიცხვია მითითებული. Amazon-მა ონლაინ ვაჭრობასთან ერთად დაიწყო წიგნის მაღაზიების გახსნაც, ასევე მნიშვნელოვნად განავითარა cloud ბიზნესი. Amazon აქციების ფასი წინა წელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა.

ლიდერულ პოზიციებზეა google-ისა და alphabet-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი. საძიებო სისტემის მიღმა პეიჯმა ინვესტიცია მფრინავი ტაქსის კომპანია Kitty Hawk–ში განახორციელა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ახალ ზელანდიაში დაიტესტა.

მიუხედავად “კემბრიჯ ანალიტიკის” და Facebook სკანდალისა პირველ და მეორე ადგილებს არა, თუმცა მესამე ადგილს მარკ ცუკერბერგი მაინც იკავებს. Facebook-ს მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემების მოპოვებასა და შემდგომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. მონაცემთა შესაძლო გამოყენების ფაქტის გაჟღერების შემდეგ, Facebook აქციების ფასი 50 მილიარდით (6.8%-ით) დაეცა,თუმცა მარკ ცუკერბერგის კონგრესის წინაშე ოფიციალური მოსმენის პარალელურად, Facebook-ის აქციების ფასი 4,5%–ით გაიზარდა.

სიის მეოთხე ადგილს უორენ ბაფეტი იკავებს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ Kraft Heinz დატოვა. 87 წლის ბაფეტი უკვე წლებია ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს. რეიტინგში ასევე ვოლსტრიტის ერთ–ერთი ყველაზე გვალენიანი ადამიანი ჯემი დაიმონი მოხვდა. JP Morgan–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ დაანონსა, რომ მმართველობაში კიდევ 5 წელი იქნება.

JP Morgan–ის აღმასრულებელ დირექტორს Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა მოსდევს. მიმდინარე წელს Amazon მსგავსად Alibaba-მაც დიდ წარმატებას მიაღწია. ჯეკ მამ შეიძლება ითქვას სამსახიობო კარიერაშიც სცადა ბედი. ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ჩინურ ფილმ Gong shou dao–ში.

რეიტინგში ასევე მოხვდა Walmart-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც 2,3 მილიონი ადამიანის დასაქმება შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები