აღსანიშნავია, რომ მათი 71% ე.წ self-made მილიარდერია.
Forbes-ის მილიარდერების ახალი კლუბის წევრები ფლობენ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Spotify, Canada Goose, Juul Labs და სხვა.
რაც შეეხება ინდუსტრიებს, მათი რაოდენობა, დაახლოებით 16-ია და მოიცავს უძრავ ქონებას, ტექნოლოგიებს, საცალო გაყიდვებს და მოდას.
გამოცემა მათი წარმოშობის შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას, ახალი მილიარდერები 33 ქვეყნიდან არიან, მათ შორის ვიეტნამი, უნგრეთი, ისრაელი და ჩინეთი.
ყველაზე მეტი ახალი მილიარდერი სწორედ ჩინეთიდანაა და მათი რაოდენობა 53 შეადგენს, აშშ-დან 39 მილიარდერია, ბრაზილიიდან 18, ტაივანიდან 9, ინდოეთიდან კი 7.

























