მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: პანდემიის დროს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნივთები

5f108fc98c0c9
მარიამ ადამია
17.07.20 00:10
2051
გლობალური კარანტინის დროს, ადამიანების მიერ დახარჯული ფულის მესამედი, ხელოვნების ნიმუშებისა და ასევე საკოლექციო ნივთების შეძენაზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, ხელოვნების ბაზრის მიმართ ვირტუალურ სივრცეში ნდობა ნელ-ნელა გაიზარდა. ინვესტორები მზად არიან 10 ათასი და კიდევ მეტი დოლარი დახარჯონ და იყიდონ ნივთი, თანაც ისე, რომ ნანახი რეალურ სივრცეში საერთოდ არც ჰქონდეთ.

როგორც Forbes-ი წერს, ამას ადასტურებს ბოლო თვეებში გამართული აუქციონები, როცა ადამიანების მიერ ამ მიზნით გაწეულმა დანახარჯებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, პანდემიის დროს, 17 მაისს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე, მაიკლ ჯორდანის ბოტასები გაიყიდა. Nike Air-ის ბოტასებში, რომლითაც ჯორდანმა 1985 წელს, NBA-ში პირველი სეზონი ითამაშა, 950 ათასი დოლარი გადაიხადეს. ასე, რომ შენაძენი ყველაზე ძვირად ღირებულ ბოტასად შეფასდა, რაც კი აუქციონის ისტორიაში დღემდე გაყიდულა.

7 მაისს, ლონდონში გამართულ სოტბის აუქციონზე, 212 ათას 500 დოლარად, იტალიელი მხატვრის, ორსოლა მადალენა კაჩას ნახატი - “ნატურმორტი ჩიტებით” გაიყიდა, ანუ ორჯერ უფრო ძვირად, ვიდრე მისი საწყისი ღირებულება იყო. ხოლო ნიუ-იორკში, ასევე სოტბის აუქციონზე მაისში თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, კრისტოფერ ვულის “უსათაურო” გაიყიდა, ჯამში მილიონ 220 ათას დოლარად.
2 მილიონ 600 ათას დოლარი გადაიხადა მყიდველმა მარლენ დიუმას ნახატში, რომელიც მხოლოდ დისტანციურად ჰქონდა ნანახი.

სტატისტიკურად ირკვევა, რომ უმეტესად ადამიანებმა პანდემიის დროს ნახატები შეიძინეს და მათ შორის არის ლიუკ ტიუმანსის “ხე” , რომელშიც 2 მილიონი დოლარი გადაიხადეს. მილიონ 340 ათას დოლარად გაიყიდა ასევე დისტანციურად, ბრილიანტებითა და ძვირფასი თვლებით გაფორმებული, კარტიეს სამაჯური.

და ბოლოს ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც კორონავირუსის დროს მსოფლიოში გაიყიდა, არის სესილ ბაუნის Figures in a Landscape 1 და მისი ღირებულება 5 მილიონ 500 ათასი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები