მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FORBES: ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია

5c2e77408c337
ანუკა ჯოხაძე
04.01.19 14:00
1298
FORBES გვთავაზობს იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც მუშაობა და სამსახურის ძიება აუცილებელი არ არის.

გამოცემამ სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, 10 ადგილი გამოყო, სადაც 2019 წელს საცხოვრებლად საუკეთესო პირობებია შექმნილი.

მოქნილი ჯანდაცვის სისტემა, იაფი საცხოვრებელი და კარგი კლიმატი - ამ მახასიათებლებთან ერთად მთლიანობაში 13 ინდიკატორი გამოიყო, რომელთაც რეიტინგში მოხვედრილი ქვეყნები აკმაყოფილებენ.

რეიტინგში პირველ ადგილს ცენტრალური ამერიკის პატარა ქვეყანა პანამა იკავებს; აქ ცხოვრების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობ კონკრეტულად. შესაძლოა, ორ ადამიანს ერთი თვე ამ ქვეყანაში ცხოვრება 1765 ამერიკული დოლარიდან 2890 ამერიკულ დოლარამდე დაუჯდეს. ერთ ადამიანს კი - 20-30%-ით ნაკლები. პანამაში ბინის დაქირავება ერთი თვით 1000 ამერიკული დოლარი ჯდება; თუ 1500 დოლარს გადაიხდით, შესაძლოა, მას ლამაზი ხედიც ჰქონდეს. ქვეყანაში ყოველდღიური ხარჯებიც მინიმალურია, ასევე დაბალია ფასებია ჯანდაცვაზეც. კინოს ბილეთები - 6 ამერიკული დოლარი, მამაკაცების თმის შეჭრა - 3 ამერიკული დოლარი ღირს. ყველაზე პოპულარული ლანჩ მენიუ კი $7-$10-მდე ჯდება.

მეორე ადგილზეა კოსტა-რიკა, სადაც თვიური ბიუჯეტი ორ ადამიანზე 1585 ამერიკული დოლარიდან 2960 ამერიკულ დოლარამდე ჯდება. საუზმე აქ 4 ამერიკული დოლარი ღირს. დამხმარე ქალის დაქირავება სახლის დასალაგებლად თვეში 50 ამერიკული დოლარი ან უფრო ნაკლებიც დაგიჯდებათ.

კოსტა-რიკას მექსიკა მოსდევს, სადაც ერთი თვ ცხოვრება 1500 ამერიკული დოლარიდან 2250 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს. როგორც FORBES წერს, მექსიკაში არსებობს ისეთi ადგილები, როგორებიცაა სან მიგელი და ალენდე, რომლებიც ბევრად უფრო ძვირი ღირს, თუმცა აქ ფასები პროდუქციასა და მომსახურებაზე ბევრად უფრო იაფია, ვიდრე - სხვაგან.

მეოთხე და მეხუთე ადგილებს ეკვადორი და მალაიზია ინაწილებენ. ეკვადორში ერთი თვით ცხოვრება 1170 ამერიკული დოლარიდან 1275 ამერიკულ დოლარადე ღირს. ეკვადორში ბინის დაქირავება 400 ამერიკული დოლარიდან 700 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს. მალაიზიაში კი, ერთი თვით ერთი ადამიანი 1000-1500 ამერიკულ დოლარად იცხორებს. აქ საუკეთესო აზიური სამზარეულოს დაგემოვნება სულ რაღაც 5 ამერიკული დოლარი ჯდება.

ჯამში, იმ ქვეყნების ათეული, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია, ასე გამოიყურება:

პანამა
კოსტა-რიკა
მექსიკა
ეკვადორი
მალაიზია
კოლუმბია
პორტუგალია
პერუ
ტაილანდი
ესპანეთი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები