ფორბს კვირის მეორე ბლოკს ვაგრძელებთ გიორგი არონიას და მარიამ ადამიას ერთობლივი ნამუშევრით, რომელიც ივლისის ფორბსში გამოქვეყნებულ რეიტინგს ეხება, საუბარია კავკასიის რეგიონის ყველა მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებზე, რომელიც ოპერირებს ჩვენს რეგიონში და ყველაზე მსხვილი ჰესების ათეულში, 8 ჩვენს სამხრეთ მეზობელთან და რეგიონის უმდიდრეს ქვეყანაში, თურქეთშია განლაგებული. თემა არასდროს დაკარგავს აქტუალობას ბიზნესმედიისთვის, ვგულისხმობ ელექტრონეერგიის გენერაციას და ამისთვის საჭირო და აუცილებელი დივერსიფიცირებული წყაროების შექმნაა, რაც ძალზედ გაგვიჭირდება მხოლოდ საკუთარი რესურსებით და ცოდნით და თუ რატომ, ამაში ეხლავე დარწმუნდებით.