მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Forbes: Snapchat-მა Facebook-ი უარით გაისტუმრა

5ccd6cb77d3e0
მარიამ ადამია
04.05.19 15:20
960
Facebook-მა Snapchat-ს შესთავაზა თვითგაქრობადი ფოტოსურათის უფასო აპლიკაციის სანაცვლოდ $3 მილიარდი, თუმცა Snapchat-ის დამფუძნებელმა ევან შპიგელმა და მისმა პარტნიორმა ბობი მერფიმ, მყისიერ ფულს მისი პროდუქტების შესაძლებლობებისა და საკუთარი პატივმოყვარეობის ექსპლუატაცია არჩია, ამიტომაც სოციალური ქსელი უარით გაისტუმრა.

როგორც Forbes წერს, 2014 წელს Snapchat-ს იმდენივე ყოველდღიური დატვირთვა ჰქონდა, რამდენიც Facebook-ს და Instagram-ს ერთად, ხოლო 2016 წლისთვის - 150 მილიონზე მეტი ყოველდღიური მომხმარებელი დააგროვა. თუმცა სწორედ ამ წელს Instagram-მა Snapchat-ის ძირითადი ფუნქციების კოპირება დაიწყო, რამაც სტაბილურად გააძლიერა მისი Facebook-ზე მიბმული სარეკლამო ბიზნესი, მაშინ როდესაც Snapchat-ს შემოსავლების მისაღებად ბრძოლა უწევდა.

მისი აქციების ღირებულება 2017 წლის IPO-ს (აქციების პირველადი საჯარო გაყიდვების) შემდეგ თითქმის 80%-ით დაეცა და ამას სრულიად არაიძულებითმა შეცდომებმაც შეუწყო ხელი: Snapchat-ის 2018 წლის შპიგელისეული რედიზაინი ჩავარდა, ხოლო მილიარდერის დისტანციური მართვის სტილმა, გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის დამდეგს აღმასრულებელი რგოლის მიერ კომპანიის მასობრივ დატოვებას შეუწყო ხელი. ამ ბოლო ოქტომბერს Snap-მა გააფრთხილა ინვესტორები, რომ მისი მომზმარებელთა ბაზა, რომელიც მცირდება კვლავ გააგრძელებს შემცირებას.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები