1. "შენს მტრებს სძულთ ერთმანეთი ისევე, როგორც შენ"
რაც უფრო მეტი კონკურენტია ბაზარზე, მით უფრო მეტადაა მომხმარებლის პრეფერენციები გამოვლენილი. უფრო მეტად ისჯება ის ბიზნესი, რომელიც მასთან შეცდომას დაუშვებს და უფრო მეტად ჯილდოვდება ის, რომელიც მომხმარებელს ასიამოვნებს.
ტირიონ ლანისტერი ბიზნეს კონკურენტებს ურჩევს, რომ მოიცადონ და უყურონ როგორ დაამარცხებს ერთი კონკურენტი მეორეს, შემდეგ კი, გამარჯვებით დატკბნენ. ეს შეამცირებს მათ ხარჯებსაც, რომლებიც საკონკურენციო მარკეტინგული კამპანიებისთვისაა გათვლილი.
2. მიეცი მეტი უფლება და შესაძლებლობა შენს თანამშრომლებს.
დეინერის ტარგარიანიც შეიძლება ბიზნეს კონსულტანტად მივიჩნიოთ. ის გვეუბნება, რომ რაც უფრო მეტად არიან ჩვენი თანამშრომლები თავისუფლები და ნაკლებად შეზღუდულები, უფრო კარგად ასრულებენ საქმეს. ქალისიმ ხომ თავისუფლება უბოძა მის ჯარისკაცებს, რომლებიც მონობაში დაიბადნენ. შეიძლება ის სოციალისტური მესიჯები, რომლებსაც ტარგარიანების ოჯახის წარმომადგენელი გზავნის, პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ომადაც მივიჩნიოთ, მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ დეინერისს არა სოციალური თანასწორობის, არამედ პიროვნული თანასწორობისა და თავისუფლების უფრო სჯერა, რაც ბევრად მომგებიანი ნაბიჯია.
3. "ლანისტერები ყოველთვის იხდიან ვალს"
ბევრ ბიზნეს ექსპერტს სჯერა, რომ ვალის შემცირება კერძო ბიზნესში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. შესაბამისად, ლანისტერების რჩევა ყოველთვის გადავიხადოთ ვალი, ანგარიშგასაწევია, რათა შემოსავლებს გაუთვალისწინებელი ხარჯები არ დააკლდეს და მოგების ტოლობაზე პლუს ნიშანი ვიხილოთ.
4. სწორად შეაფასე კეთილის მსურველები.
ნდობა ისეთივე მნიშვნელოვანია პარტნიორ კომპანიებთან და ბიზნესებთან, როგორც მომხმარებელთან, ამიტომ Game of Throne-ი გვირჩევს, მუდმივად გვერდში გვყავდეს ჩვენ მიმართ კარგად განწყობილი ხალხი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი მოწინავე კომპანია Outsourcing-ს იყენებს და სჭირდება ლოიალურად განწყობილი პარტნიორები ისევე, როგორც ტირიონს დასჭირდა ლორდი ვარისი გადასარჩენად.
5. "დროდადრო ჩადენილი სიკეთე გიხსნის ყველანაირი დაბრკოლებისგან მომავლის გზაზე"
სერსეი ლანისტერს კეთილშობილ ქალად არ ვიცნობთ, მაგრამ მართვა, მენეჯმენტი და ბიზნეს საქმიანობა რომ ესმის, მე-8 სეზონშიც კარგად ჩანს. ამ გამოცდილი ქალბატონის სიტყვები ნამდვილად საყურადღებოა და ბიზნესში მოღვაწე ადამიანებს კეთილშობილური განწყობისკენ მოუწოდებს.
ძალიან მნიშვნელოვანია შენთან დასაქმებული ადამიანები და პარტნიორები გხედავდნენ, როგორც სათნო და მეგობრულ ადამიანს, რათა მათი ერთგულება და ნდობა დაიმსახურო. არავის სურს გამოცდილი და მცოდნე კადრი კონკურენტთან იხილოს მხოლოდ იმიტომ, რომ შესაბამისად თბილი ურთერთობა ვერ დაამყარა თანამშრომელთან. ასევე, გასათვალისწინებელია ბიზნეს კავშირები, რომლებიც სწორედ კეთილშობილური საქმეებითა და დამოკიდებულებებით მოიპოვება, გადამწყვეტ მომენტში კი, შესაძლოა, სწორედ ამ პარტნიორებმა აგვარიდონ დაბრკოლებები.
6. პოზიციონირება
ეს რჩევა გავლენებს ეხება და იმას, თუ როგორ დავანახოთ კონკურენტებსა და პარტნიორებს რა შესაძლებლობები გვაქვს. ლორდი ვარისი მთელი სერიალის მანძილზე იძენს კავშირებს და აგროვებს საჭირო ინფორმაციას, რომელსაც ყოველთვის იმ დროს იყენებს, როცა მისი პოზიცია და როლი უნდა დაფიქსირდეს, როგორც გავლენიანი ფიგურის. ბიზნეს პოზიციონირებაც სწორედ ეს არის. იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდ ინფორმაციას, გავლენასა და კავშირებს ფლობ, დგინდება ის, თუ როგორია შენი იმიჯი და გარდაიქმნები თუ არა ბრენდად, რომლის სახელიც თავის სათქმელს ამბობს.
7. სტრატეგიულობა
Game of Throne-ის მაყურებელი პირველივე სეზონიდან შენიშნავდა, რომ თითოეული პერსონაჟი მიზანს ისახავს და ამისთვის სტრატეგიასაც ირჩევს, მაგრამ არავინ ისე დაგეგმილად არ მოქმედებს, როგორც დეინერისი. ქალ დროგოს ცოლობის წუთიდან რკინის ტახტი მისი მიზანია და ყველა ნაბიჯი, რომელსაც დგამს, მისი სტრატეგიის ნაწილი ხდება. თანამედროვე სივრცეშიც გადარჩებიან ის ბიზნესები, რომლებსაც ფინანსური და ოპერაციული კრიზისების დროს სტრატეგიაზე ნაფიქრი აქვთ. დეინერისივით სტრატეგიულობა გამოიხატება ბაზრის კვლევაში, რომელიც დაგვეხმარება კრიზისების მართვაშიც და ახალი სამომხმარებლო სურვილების აღმოჩენაშიც.

























