მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Forbes: ყველაზე დატვირთული პორტის შემოსავალმა $5.6 მილიარდს მიაღწია

5c5bfbd3cd13c
ლევან თაღიაშვილი
07.02.19 22:00
2391
მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტი ამჟამად შანხაიშია, რომელსაც 17,213 ადამიანს ჰყავს დასაქმებული.

Forbes-ის მიხედვით, 2018 წელს მან რეკორდული რაოდენობის, 42 მილიონი სტანდარტული ზომის კონტეინერი მიიღო, რაც 561 მილიონ ტონა ტვირთს უდრის. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს მისმა შემოსავალმა $5.6 მილიარდს მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ტოპ 20 ყველაზე დატვირთული პორტიდან 15 აზიაში მდებარეობს. მსოფლიო გადაზიდვების საბჭოს ინფორმაციით, შანხაის პორტი უფრო დიდი მოცულობისაა, ვიდრე აშშ-ს ტოპ 5 პორტი ერთად აღებული.

50 ყველაზე მსხვილი პორტი მსოფლიოს მასშტაბით კი ასე ნაწილდება :

ჩინეთი - 40%
აზიის დანარჩენი ქვეყნები - 30.9%
ევროპა 14.8%
შუა აღმოსავლეთი და აფრიკა - 5.8%
დანარჩენი მსოფლიო - 4.2%
აშშ - 3.9%


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები