Forbes-ის რუსულმა რედაქციამ პირველად გამოაქვეყნა რუსეთში ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული, რომელშიც ბიზნესმენებთან და ტოპ მენეჯერებთან ერთად პოლიტიკოსებიც შედიან.
სიის სათავეში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. სიის მეორე ნომერი „სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფია, შემდეგ მოდის „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი. მეოთხე ადგილს „როსნეფტის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი იკავებს, ხუთეულს კი პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი ასრულებს.
ათეულში ასევე მოხვდნენ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა, ФСБ-ის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი და „ლუკოილის“ პრეზიდენტი ვაჰიგ ალეკპეროვი.
ყველაზე გავლენიანების ასეულში ასევე მოხვდა ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი, რომელიც 26-ე ადგილზე იმყოფება. ასევე ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც ასეულში 91-ე ადგილს იკავებს. ასეულს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი ასრულებს.

























