მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერები Youtube-ზე

5c07c6a5c082d
მარიამ ადამია
05.12.18 16:35
2583
გამოცემა „ფორბსმა“ Youtube-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერების 2018 წლის რეიტინგი შეადგინა, სადაც ლიდერი 7 წლის რაიანია, რომელიც სათამაშოების პერიოდულ მიმოხილვას აკეთებს და წელიწადში 22 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

მას ამერიკელი მსახიობი და ვიდეო ბლოგერი - ჯეიკ პოლი მოსდევს 21,5 მილიონი დოლარის შემოსავლით.

დასაწყისში youtube-ზე საქმიანობა მან „ვაინებით“ დაიწყო, პირველი ვიდეო კი, 2013 წელს გამოაქვეყნა და ასე გახდა ინტერნეტ მომხმარებლებს შორის ცნობილი და მოთხოვნადი.

მესამე პოზიცია კი, ხუთი სპორტსმენისაგან შემდგარ გუნდს ეკუთვნის, რომლებსაც 175 მილიონი მაყურებელი ჰყავთ და ჯამში, შემოსავალი 20 მილიონ დოლარს აღემატება.
ბლოგერების რეიტინგში შემდეგი დენიელ მიდლტონია, რომელმაც გასულ წელს 16 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით ის ლიდერ პოზიციაზეც დასახელდა, თუმცა წელს, 18,5 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლით მეოთხე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ვიდეოებს, მთავარი თემატიკა კომპიუტერულ თამაშს Minecraft-ს ეხება, ხოლო გამომწერთა რაოდენობა 20 მილიონს აჭარბებს.

ხუთეულში მოხვდა ამერიკელი მომღერალი და დიჯეი - ჯეფრი სტარიც, 18 მილიონი ამერიკული დოლარის შემოსავით. ბლოგერს, რომელიც ცნობილი მისი განსხვავებული გარეგნობით გახდა, დღეს ინტერნეტის დედოფალს ეძახიან.

დღევანდელი მდგომარეობით, მას 11 მილიონი გამომწერი ჰყავს youtube-ზე, 9 მილიონი კი - Instagram-ზე. თუმცა გარდა ბლოგერობისა, მას საკუთარი კოსმეტკური ხაზიც აქვს გამოშვებული - Jeffree Star Cosmetics-ი.

„ფორბსის“ სიაში მოხვდა ამერიკელი ვიდეობლოგერი და გეიმერი Markiplier-ი, რომლის ჩენელსაც 20 მილიონი გამომწერი, ხოლო ვიდეოებს 10 მილიარდზე მეტი ნახვა აქვთ.
მისი შემოსავალი 17 მილიონ დოლარს აღემატება, თუმცა მისი უდიდესი წილი ქველმოქმედებას ხმარდება.

17 მილიონი დოლარის შემოსავალი აქვს ასევე კანადელ ბლოგერს - ევან ფონგსაც, რომელიც ცნობილი გახდა ვიდეოებით, სადაც ის თამაშობს სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშს, მათ შორის Call of Duty-სა და Assassin’s Creed-ს.

მერვე პოზიციაზეა - ირლანდიელი ვიდეობოგერი და პროდიუსერი Jacksepticeye-ი 16 მილიონი დოლარით. მისი მთავარი თემატიკა კომპიუტერული თამაშებია, რომლებსაც 10 მილიარდი ნახვა და 20 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ბოლო ორ პოზიციას კი, PewDiePie და ლოგან პოლი ინაწილებენ - 15,5 და 14 მილიონი დოლარის შემოსავლით, რომელთა ვიდეოები, გარდა YOUTUBE-ისა, სხვადასხვა სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები