მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული გუნდი, ყველასთვის ცნობილი, რეალ მადრიდი მიმდინარე წელს აღარ არის. გარდა ამისა, უკვე ცნობილია 2016 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი DJ-ების ვინაობაც, რომლებიც დაახლოებით რვაციფრიან ჰონორარებს იღებენ.
50 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული გუნდის ფასი დღეს საშუალოდ 2.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 26 პროცენტით მაღალია. წამყვანი 50 გუნდიდან 27-ით, NFL-ი უდავო დილერი გამოდის. მართალია, დალას კოვბოისს ოცი წელია, რაც სუპერთასამდე არ მიუღწევია, მაგრამ ჯერი ჯონსის გუნდი, თავისი 4 მილიარდი დოლარით, სიის სათავეშია მოქცეული, რაც ნაწილობრივ პრემიუმ-ადგილებიდან, ნაწილობრივ კი სპონსორებისგან შემოსული შემოსავლის დამსახურებაა.
2010 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პირველობა ფეხბურთის ფრანშიზს არ ერგო, ანუ 2010-დან 2012 წლამდე ამ გვირგვინს, მანჩესტერ იუნაიტედი ატარებდა, ბოლო სამი წელის განმავლობაში კი რეალ მადრიდი, რომელიც მიმდინარე წელს მეორე პოზიციაზეა. მესამეზე კი ბარსელონამ გადაინაცვლა.
რაც შეეხება ყველაზე მაღალანაზღაურებად DJ-ებს სიაში ნომერ პირველი კელვინ ჰარისია, 63 მილიონი ამერიკული დოლარის შემოსავლით. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჰარისი ერთ შოუში, დაახლოებით 400 ათასზე მეტს იღებს, რაც მას ლას-ვეგასის ყველაზე მაღალანაზღაურებად DJ-ად აქცევს. მეორე პოზიციაზე კი ტიესტოა- 38 მილიონი ამერიკული დოლარით. 47 წლის ჰოლანდიელი DJ-ის ერთი ღამის ჰონორარი ექვსი ციფრისგან შედგებ, ინფორმაციისთვის ტიესტო წელიწადში 100-ზე მეტ შოუს მართავს და გარდა ამისა, მის შემოსავალს კონტრაქტებიდან შემოსული ანაზღაურებაც ემატება, რაც შვიდციფრიან თანხად არის შეფასებული. მესამე ადგილას კი David Guetta იკავებს, რომელიც 2016 წლის საფრანგეთში გამართული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის თემატური სიმღერის ავტორიცაა.

























