კენდალ ჯენერი Forbes-ის მიერ შედგენილი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიის სათავეშია. მან რეიტინგში ისეთ მოდელებს გადაუსწრო, როგორებიც არიან ჟიზელ ბიუნდჰენი და კარუ დელევინი. კენდალ ჯენერი კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახის წევრებს შორის ყველაზე მდიდარი შესაძლოა არ არის, თუმცა, ის ყველაზე მეტს გამოიმუშავებს ვიდრე ნებისმიერი სხვა მოდელი მსოფლიოს მასშტაბით. 12 თვეში, 2017 წლის პირველი ივნისიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა $22,5 მლნ შეადგინა და ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებშიც პირველობა არავის დაუთმო. 23 წლის ჯენერმა პოპულარობა ცნობილ რეალითი შოუში "კარდაშიანების ოჯახი" მონაწილეობით მოიპოვა.
რაც შეეხება Forbes-ის მეირ შედგენილ რეიტინგში მეორე ადგილოსან სუპერ მოდელს ეს კარლ კლოსია. მისი შემოსავალი $13 მლნ იყო და ეს მის 10- წლიან სამოდელო კარიერაში საუკეთესო შედეგია. კლოსი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და ისიც კი მოახერხა, რომ ინსტაგრამის საკუთარი გვერდი შემოსავლის წყაროდ აქცია. კლოსის შემოსავლებზე გავლენა Swarovski, Adidas და Estee Lauder -თან გაფორმებულმა კონტრაქტებმაც იქონია.
სოციალური ქსელების დახმარებით გაზარდეს შემოსავლების მოცულობა Forbes-ის რეიტინგში მოხვედრილმა სხვა მოდელებმაც, მათ შორის კრისი ტეიგენმა და როზი ჰანტინგტონ უაიტლიმ. ტეიგენი კულინარიულ წიგნებს წერს და საკუთარი კულინარიული გადაცემა Lip Sync Battle მიჰყავს, რომელიც ინსტაგრამზე აქტიურად რეკლამდება. ჰანტინგტონ უაიტლიმ საკუთარი ვებ გვერდის ჩაშვებასთან ერთად ამ წელში საკუთარი ტანსაცმლის ხაზი Marks & Spencer-თან ერთად გამოუშვა.
კენდალ ჯენერი
შემოსავალი : $22,5მლნ
კარლი კლოსი
შემოსავალი: $13 მლნ
კრისტი ტაიგენი
შემოსავალი: $11,5 მლნ
როზი ჰანგტინგტონ უაიტლი
შემოსავალი: $11,5 მლნ
ჟიზელ ბიუნდჰემი
შემოსავალი: $10 მლნ
კარა დელევინი
შემოსავალი: $10 მლნ
ჯიჯი ჰადიდი
შემოსავალი: $9,5 მლნ
ბელა ჰადიდი
შემოსავალი: $8,5 მლნ
ჯოან სმოლსი
შემოსავალი: $8,5 მლნ
დაუტცენ კურსი
შემოსავალი: $8 მლნ

























