მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbes30under30 - ინფორმაციული ტენოლოგიები საქართველოში - თენგიზ მესხი

BM.GE
28.09.21 13:17
885
თანამედროვე, ციფრული სამყაროს გავლენით ყოველდღიურად იცვლება ბიზნეს გარემო და სხვადასხვა ინდუსტრია თუ ცალკეული კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ფეხი აუწყოს ამ განვითარებას. თუ აქამდე არსებობდა არჩევანი ძველი გეზით გზის გაგრძელებასა და ახალი ნიადაგის მოსინჯვას შორის, დღეს სიახლეების მიმღებლობას და ციფრულ ტრანსფორმაციას ალტერნატივა არ აქვს. ბევრისთვის ეს მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასთან ასოცირდება, თუმცა დიჯიტალიზაცია საკუთარ თავში გაცილებით მეტს მოიაზრებს, დაწყებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილებებით, დამთავრებული შესაბამისი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებით და ადამიანის ციფრული აზროვნების განვითარებით. შეიძლება ითქვას, რომ IT ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები ბევრ ცვლადიანი განტოლების მხოლოდ ერთი ნაწილია. ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამშრომლებზე, მათ მიდგომაზე ბიზნეს ამოცანების მიმართ და იმაზე, თუ სად ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს. საინტერესოა, კონკრეტულად რა შედეგამდე მივყავართ გაციფრულებაზე ორიენტირებულ კორპორატიულ კულტურას, რას მოგვიტანს თანამშრომელთა ციფრული ხედვა, აზროვნება და უნარები და ზოგადად რას ნიშნავს ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია?

სტუმარი: თენგიზ მესხი - Conceptdigital, თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები