საქართველოში სულ უფრო იზრდება ელექტრომობილების რაოდენობა, პარალელურად მატულობს მოთხოვნა დამტენებზე, რომელიც ბაზარზე ჯერ კიდევ დეფიციტშია. ძირითადად ქართველ მძღოლებს უცხოეთიდან შემოტანილი დამტენებით უწევთ სარგებლობა. 2019 წელს კი, ტექნოლოგიური კომპანია Weber Technologies-ი გამოჩნდა, რომელიც სხვადასხვა ტიპის დამტენებზე მუშაობს და აქვს ქართული ინტერფეისი და პროგრამული უზრუნველყოფა. რაც მთავარია მათი აწყობა საქართველოში ხდება და სათავეში კიდევ ერთი წარმატებული ახალგაზრდა, Forbes Georgia-ის 30 წლამდელთა სიის წევრი, დავით ხასია უდგას.