მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbesკვირა - ამერიკული Forbes Media გაიყიდა

BM.GE
15.05.23 01:59
192
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა, ამერიკული Forbes-ი გაიყიდა და მისი ახალი მფლობელი Luminar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ამერიკელი ოსტინ რასელი გახდა, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. გარიგების შედეგად, რომლითაც, ოსტინ რასელმა გამოცემის 82%-იანი წილი შეისყიდა, ამერიკული Forbes-ის ღირებულება $800 მილიონად შეფასდა. ახალმა მფლობელმა შეისყიდა არამხოლოდ Integrated Whale Media-ს საკუთრებაში არსებული წილის ნაწილი, არამედ ფორბსის ოჯახის მინორიტარული წილიც. ამასთან, როგორც ირკვევა, გარიგება სრულად ოსტინ რასელის კერძო კაპიტალითაა დაფინანსებული და Luminar-ში მის წილთან არ არის დაკავშირებული. გამოცემას ახალი სამეთვალყურეო საბჭო უხელმძღვანელებს, რომელშიც ამერიკული მედიასაშუალებების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და ხელოვნური ინტელექტის წამყვანი ექსპერტები შევლენ. ამ საბჭოში ერთი წევრით კვლავაც იქნება წარმოდგენილი Integrated Whale Media Investments-ი - კომპანია, რომელიც ამერიკული Forbes-ის მინორიტარულ წილს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები