ამ კვირაში კიდევ ერთი ინტერვიუ ჩავწერე ფინანსისტ და მეწარმე ლევან სურგულაძესთან. საზოგადოებამ ის მეტად გაიცნო არა ბიზნეს აქტოვობით, არამედ მას შემდეგ რაც ლევან სურგულაძე თანამოარეებტან ერთად დადგა საქართველოში საპენსიო რეფორმის სათავეებთან და შემდგომ, სათავეშიც ჩაუდგა და ხელმძღვანელონდა საპენსიო სააგენტოს, რომელიც დატოვა დაახლოებიტ წლინახევრის წინ და ტავის ბიზნეს საქმიანობას დაუბრუნდა. გარდა იმისა, რომ მაინტერესებდა რასა საქმიანობს ლევან სურგულაძე, ჩემი ინტერესის საგანი იყო მისი ბოლო განცხადება მზარდი ინფალციის ფონზე იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეების სავალდებულო და ნებაყოფლობითს აპენსიო შენატანებს ეხება.