მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbesკვირა - ”კავკასსერტი” - ბიოსერტიფიცირების “პირველი მერცხალი” საქართველოში

BM.GE
12.06.23 01:35
244
#Forbesკვირა - ”კავკასსერტი” - ბიოსერტიფიცირების “პირველი მერცხალი” საქართველოში

ქართული კომპანია, ”კავკასსერტი”, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და მუშაობს ორგანული წარმოების სერტიფიცირებისა და კონტროლის სფეროში, პირველი მერცხალი გახლდათ საქართველოში. "კავკასსერტს" ევროკომისიისგან მიღებული აქვს ევროკავშირის ბაზრისთვის საქართველოსა და თურქეთში ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების უფლება. ასევე, ევროკავშირის ცნობის საფუძველზე, ის აღიარებულია შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. "კავკასსერტი" არის აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) აკრედიტებული მასერტიფიცირებელი აგენტი, რომელიც დამტკიცებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების, ველური მცენარეების შეგროვებისა და მათი გადამუშავების მიმართულებით.

სტუმარი:
➡ დავით ბედოშვილი - “კავკასსერტი”, დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები