კომპანია "მკისა" წყალტუბოსა და ხობში მოცვის ბაღებს, ბოლნისში კი ნუშის ბაღებს ფლობს. კომპანიის ნუშის ბაღები 40 ჰექტარზეა გაშენებული და ის პირველ მოსავალს მიმდინარე სეზონზე ელოდება. რაც შეეხება რეალიზაციას, მკისას გეგმებში ნუშის შეფუთული სახით კომპანიის ბრენდის ქვეშ გაყიდვა შედის. კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს არ დასჯერდება, აქ უკვე საექსპორტოდ პარტნიორების მოძიების პროცესი მიმდინარეობს, რათა ბოლნისში წარმოებული ნუში საერთაშორისო ბაზრებზეც მოხვდეს.
➡ გიგი გაჩეჩილაძე - “მკისას” აღმასრულებელი დირექტორი;