მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN RU TR
Loading data...

#Forbesკვირა - “ნაჩუქარი თავისუფლება” - გიორგი ისაკაძის ეპილოგი / 30.07.2023

BM.GE
30.07.23 22:40
217
"მამაკაცს ნაჩუქარი თავისუფლება თრგუნავს, აბნევს, ასევდიანებს და იძულებული ხდება, განმათავისუფლებელს ფეხებში ჩაუვარდეს, ქვეშევრდომობა სთხოვოს. მხოლოდ სისხლისა და მსხვერპლის ფასად მოპოვებული თავისუფლება უნერგავს მამაკაცს საკუთარი თავის რწმენას, არწმუნებს - ღირსია და უფლება აქვს დატკბეს დამსახურებული თავისუფლებით. საქართველო იმ გემს ჰგავს, საჭე რომ გაფუჭებია, ანძები რომ გადამტვრევია, კურსი რომ დაკარგვია, ეკიპაჟს რომ მიუტოვებია, მაგრამ ტრიუმი საჭმელ-სასმლის დიდი მარაგით აქვს ამოვსებული." ეს არის ამონარიდი, გენიალური ოთარ ჭილაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "ცა მიწიდან იწყება", რომელსაც იგი მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა. ჩვენ თუ მართლა თავისუფლებას ვესწრაფვით, ანუ, თუ მართლა თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ჩვენ შორის ნებისმიერი დაპირისპირება - სოციალური იქნება ის თუ ინტელექტუალური - დაუშვებელია. ჩვენ ყველანი ერთად და ერთნაირად უნდა გავთავისუფლდეთ: ურწმუნონიც და მორწმუნენიც, უვიცნიც და მცოდნენიც, უცოდველნიც და ცოდვილნიც, უპოვარნიც და მდიდრებიც, უნიჭონიც და ნიჭიერნიც, პატრონიანიც და უპატრონონიც. არც ერთი ხალხი მარტო მორწმუნე, ან მარტო მდიდარი ადამიანებისაგან არ შედგება, სადაც ალხანაა, იქ ჩალხანაცაა. რასაკვირველია, თუკი ხალხი ვართ და არა ტომი, ეთნიკური ჯგუფი, ანდა კიდევ უარესი, რელიგიური სექტა. ჩვენ, საბედნიეროდ, ხალხი ვართ, თანაც ერთ-ერთი უძველესი ხალხი დღევანდელ მსოფლიოში და ეს უპირველეს ყოვლისა, დადასტურებულია ჩვენივე ისტორიით, ჩვენი ბუნებით, ჩვენი კულტურით…