მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbesკვირა - ქართული ღვინო ბლოქჩეინზე იყიდება

BM.GE
04.10.21 01:45
478
მიმდინარე კვირაში პოლიტიკურ წინასაარჩევნო ტრადიციულ თუ არატრადიციულ ქაოსთან ერთად საქმიანი ამბები და სიახლეებიც იყო, რომლებიც ბიემჯის გუნდს არ გამორჩენია და ვერაფრით დავტოვებდით უყურადღებოდ მსოფლიოში პირველი ტექნოლოგიური ღვინის კონსორციუმის დაფუძნებას, რომლის პრეზენტაციაც თბილისში იყო. ღვინის მწარმოებელთა კონსორციუმის ჩამოყალიბება ნორვეგიული საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია WiV Technology-სა და საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ქართული ღვინის დიჯიტალიზაციასა და ბლოკჩეინზე გაყიდვების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. დიახ ქართული ღვინის გაციფრულება და ეს პროცესი დაწყებულია. კომპანია უკვე წარმატებით ყიდის ქართულ ღვინოს ბლოკჩეინის მეშვეობით და საკმაოდ მაღალ ფასად. რა პერსპექტივა აქვს ქართული ტრადიციულ ღვინის გაციფრულებას ვის თუ არა თავად WiV Technology-ს თანადამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ჰეკონ ჰერბერგს და ტომი ჯენსენს ვკითხეთ, რომლებიც ფორბსის სტუდიაშიც გვსტუმრობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები