#Forbesკვირა - რა აფერხებს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საექსპორტო ბაზრებზე?
BM.GE
08.05.23 08:04
• 157
ქვეყანაში ექსპორტის მაჩვენებლები იზრდება, თუმცა საინტერესოა რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე, რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი ექსპორტიორები და რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ექსპორტში ვითარება გამოსწორდეს, ხოლო საქართველო განვითარებულ ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიმართულებით მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს? ექსპორტის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემების საფუძველზე ჩანს, რომ ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ შემცირებულია. ეს კი რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.