მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbesკვირა - #Reachnewmarkets ქართული სანელებლები და სამკურნალო მცენარეები EU & აშშ-ს ბაზრებზე

BM.GE
05.06.23 02:28
206
1997 წელს დაფუძნებული კომპანია ამჟამად 2 საწარმოს ფლობს, სადაც ველური სამკურნალო მცენარეების, ტყის ხმელი კენკრის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების გადამუშავება მიმდინარეობს. სანელებლების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება სამკურნალო მცენარეები კი სრულად ექსპორტზე გადის. "ფარკონი" პროდუქციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებსა და სხვადასხვა არატრადიციულ ბაზარზე ყიდის, მათ შორის უკრაინაში, გერმანიასა და ავსტრიაშიც. ამ პროცესში 30 სახის მშრალი სამედიცინო ბალახისა და ტყის კენკრის მწარმოებლის მთავარი მხარდამჭერი, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამაა, რომელიც კომპანიას საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებაში ეხმარება.

➡ მამუკა ალფაიძე - „ფარკონი“-ს დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები