ეს მონაკოა, ჯუჯა სახელმწიფო, სადაც სიღარიბის დონე მსოფლიოში ყველაზე დაბალია, ხოლო მილიონერთა და მილიარდერთა რიცხვით ქვეყანა პირველ ადგილს უბრალოდ არ თმობს. უმუშევრობის მაჩვენებელი არც მეტი, არც ნაკლები 2%-ია, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი საშუალოდ 48 ათასს შეადგენს. ასევე მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას მშპ-ის მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე, თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდნენ ქვეყანა გაკოტრების პირას იდგა და თუ როგორ ამოვიდნენ ამ ჭაობიდან?