#Forbesკვირა - VORTEX Water Engineering საერთაშორისო გამოფენაზე Caucasus Build
BM.GE
01.05.23 02:31
• 446
ექსპო ჯორჯიაში გამართულ უძრავი ქონების კვირეულის ფარგლებში, მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build-ზე წელს, პირველად წყლის სისტემების საინჟინრო კომპანია VORTEX Water Engineering-მა მიიღო მონაწილეობა. სამი დღის განმავლობაში კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა, გამოფენის სტუმრებისთვის პროდუქციის სრული ასორტიმენტი წარედგინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ტიპის გამოფენაზე პირველი პრეზენტირება, ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა და მათ მიერ წარმოებულ ლაბორატორიული თუ წყლის მონიტორინგის პროდუქცია გაცილებით მეტ ადამიანმა გაიცნო. VORTEX Water Engineering ქართულ ბაზარზე უკვე 5 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე საექსპორტო მიმართულებაც გაზარდა.