მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford ელექტრომობილების საწარმოს აშენებაში $5-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს

ford

ახალი თაობის ელექტრომობილის წარმოებისთვის Ford რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფს, რასაც "მომდევნო Model T-ს მომენტს" უწოდებენ.

კომპანიის განცხადებით, $5-მილიარდიანი ინვესტიცია გამოიყოფა ახალი საწარმოო ხაზისა და ელექტრომობილთა ბატარეების წარმოების შესაქმნელად, მათ შორის, ახალი, უსახელო მოდელისთვის, რომელიც, Ford-ის განცხადებით, ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრო პიკაპი იქნება. კომპანიის განცხადებით, Ford-ის ეს ინიციატივა აშშ-ში 4 000 სამუშაო ადგილს შექმნის.

Ford აცხადებს, რომ ინვესტიციიდან დაახლოებით $2 მილიარდი 2 200 სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს ლუისვილის ასაწყობ ქარხანაში, ახალი თაობის ელექტრომობილების ასაშენებლად. ამავე დროს, კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმოს შიდა წვის ძრავიანი SUV ტიპის ავტომობილებზე გადაწყობას სამუშაო ძალის 600 თანამშრომლით შემცირება დასჭირდება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ახალი საწარმოო ხაზი შედარებით უფრო ეფექტიანი იქნება. ამასთან, ავტოკომპანია, სავარაუდოდ, ნაკლებ ავტომობილსაც აწარმოებს.

ინვესტიციის დარჩენილი მოცულობა მიჩიგანში, ბატარეების საწარმოში ჩაიდება, რომლის აშენებასაც კომპანია 2023 წლიდან გეგმავს.

Ford-ის განცხადებაში კომპანიამ აკუმულატორის ახალი დიზაინიც წარადგინა, რომელიც წინა ვერსიებთან შედარებით, უფრო პატარა და მსუბუქი იქნება. ახალი აკუმულატორი კომპანიას საშუალებას მისცემს, ახალი ელექტრო პიკაპი $30 000-ად დააფასოს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომს გახდის. შედარებისთვის, Ford F-150 Lightning პიკაპის საწყისი ფასი დაახლოებით $55 000-ა. კომპანიის ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ხაზი ექსპლუატაციაში 2027 წელს შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები