ამერიკული ავტოწარმოების გიგანტმა, Ford-მა განაცხადა, რომ 2027 წლისთვის კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ბიუჯეტურ ელექტრომობილს გამოუშვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ღირებულება $30,000 დოლარი იქნება. ახალი ელექტრომობილების აგებისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელად ლუისვილში და კენტუკის შტატში მდებარე საწარმოებში Ford-ი $2 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს და ობიექტებს გადააიარაღებს.
ხარჯების შესამცირებლად კომპანია ახალ მანქანებს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ უახლეს, უნივერსალურ პლატფორმაზე ააწყობს. ანუ, სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით, ავტომობილებს ლითიუმის ფოსფატის სტრუქტურულ ბატარეებს დაუყენებს.
ახალი ელექტრომობილის წარმოების პროცესში ლუისვილისა და მიჩიგანის ბატარეების ქარხნებში 4,000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ამასთან, ეფექტურობის გაზრდისა და ხარჯების შემცირების მიზნით, კომპანია უკვე კარგად ადაპტირებულ “Assembly Tree”-ს სტრუქტურას გამოიყენებს.




























