აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააანონსა, რომ მალე საავტომობილო ინდუსტრიის ამერიკული გიგანტები გიგანტები Patriot-ისა და Tomahawk-ის ტიპის რაკეტების წარმოებას დაიწყებენ. არსებული ინფორმაციით, General Motors-ი და Ford-ი ამ მიმართულებაზე სამუშაოდ უფუნქციო ქარხნებს გამოიყენებენ.
პრეზიდენტის თქმით, ეს ნაბიჯი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაფართოებას შეუწყობს ხელს. როგორც ირკვევა, შტატების ლიდერმა ამერიკულ კონცერნებს მას შემდეგ მიმართა, რაც ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე იარაღის წარმოების ტემპისა და სამხედრო მარაგების გაზრდის აუცილებლობა გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონი მსხვილ ავტომწარმოებლებთან მოლაპარაკებებს შეიარაღების დამზადების მიზნით უკვე აწარმოებდა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ ის, რაც ახლა შტატებში ხდება, საომარ რეჟიმზე გადასვლას ჰგავს, თუმცა საჭიროა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კერძო კომპანიებს სამხედრო შეიარაღების წარმოების თხოვნით მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც მიმართა.




























